Thursday 25 June 2015

bulingi

“ერთ-ერთი მიზეზი თუ რატომ ვერ ვიტან სკოლას ჩემი კლასელებია. მუდმივი დამამცირებელი შეძახილები, შეურაცხყოფისა და შიშით ხმის ამოუღებლობით ძალიან დავიღალე. ხანდახან ეს ყველაფერი ხალხის და საკუთარი თავის სიძულვილისკენ მიბიძგებს, ხანდახან კი ყველაფერი ერთად მახსენდება, თითოეული დეტალი და ჩემი თავი მეცოდება. ადრე ტირილს უფრო დიდ დროს ვუთმობდი, ვიდრე დავალებების კეთებას, მაგრამ ახლა მივეჩვიე,” – გვიყვება თბილისის, ერთ-ერთი სკოლის მოსწავლე. რომლისთვისაც ბულინგი (ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზეწოლა სკოლის მოსწავლეებსა და მოზრდილებს შორის) უკვე ჩვეულებრივი ცხოვრების წესად იქცა.https://drive.google.com/open?id=0B6voyTY4iA5CbkxnS1h2UWJWd2c
ერთი წლის წინ, გაეროს (გაერთიანებული ერების ორგანიზაცია) ბავშვთა ფონდმა გამოკვლევა ჩაატარა, რომლის თანახმადაც, კვლევის მონაწილეთა ნახევარზე მეტი ბულინგს დასაშვებად მიიჩნევს. 2008 წელს ამავე ფონდმა სკოლებში არსებული ბულინგის შემთხვევებიც შეისწავლა. აღმოჩნდა, რომ გამოკითხული ბავშვების 80%-მა თანატოლების მხრიდან ერთხელ მაინც განიცადა ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობა. ფსიქოლოგი, ამბობს, რომ ბულინგი საქართველოს სკოლებშიც აქტიურად გვხვდება.
“საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, ბულინგი დიდ პრობლემას წარმოადგენს. ბულინგი, როგორც სკოლის მოსწავლეებთან და თინეიჯერებთან, ისე მოზრდილ ადამიანებშიც გვხვდება, მაგრამ ბულინგი ძირითადად სკოლებშია გავრცელებული. ბულინგს ძირითადად გარდატეხის ასაკის მქონე ბავშვები, თავის დამკვიდრების მიზნით, თანატოლებს შორის ახორციელებენ. ბულინგის მსხვერპლი კი ძირითადად, ან ძალიან წარმატებული მოსწავლე, ან გარეგნული ნაკლის მქონე ბავშვი ხდება. ბულინგი ძირითადად ზედმეტ სახელების შერქმევით შემოიფარგლება, მაგრამ ასევე ფულის გამოძალვის, დაცინვის, შეურაცხყოფის მიყენების, ბევრი ფაქტი არსებობს. ბულინგმა შეიძლება ბავშვი სუიციდამდეც (თვითმკვლელობა) მიიყვანოს. ამ დროს, ბულინგი მუდმივად მიმდინარეობს. ადამიანი თავს ვერ აღწევს მუდმივ დამცირებას, შეურაცხყოფას და სხვა ფაქტორებს. შველას მხოლოდ თვითმკვლელობაში ხედავს, თუმცა ასეთი შემთხვევები იშვიათია,” – ამბობს სკოლის ფსიქოლოგი.
2003 წლის 18 ივლისს, იმერეთის ერთ-ერთ სოფელში, 15 წლის გოგონამ თავი მოიკლა. გარდაცვლილის დედა ჰყვება, რომ გოგონამ თავის მოკვლამდე წერილი დატოვა, სადაც გარკვევით ეწერა, თუ როგორ დაიღალა გოგონა ამდენი დამცირებისგან და თუ როგორ დაკარგა ცხოვრების ხალისი.
https://drive.google.com/open?id=0B6voyTY4iA5CSlQ2WGpCcDZySVk“ის ყოველ დღე მთხოვდა სკოლიდან გადამეყვანა, როცა მიზეზს ვეკითხებოდი მეუბნებოდა, რომ კლასელებთან დიდი უთანხმოება ჰქონდა, ჩავთვალე, რომ ამ ყველაფერს უნდა გამკვლავებოდა და სკოლიდან არ გადამყავდა. სიკვდილის წინა დღეებში მაფრთხილებდა, რომ ცუდ რამეს
ჩაიდენდა თუ სკოლიდან არ გადავიყვანდი, მაგრამ არ დავუჯერე,” – ამბობს შვილმკვდარი დედა.
სკოლის მასწავლებლები და დირექტორი ამტკიცებს, რომ მსგვსი არაფერი შეუნიშნავთ. ხოლო თანაკლასელები ამბობენ, რომ გოგონას სერიოზული უთანხმოება კლასის არცერთ წევრთან ჰქონია. ასეთივე შემთხვევა 2014 წლის 30 მაისს დედაქალაქშიც დაფიქსირდა. საქართველოში ხშირად არ ტარდება ბულინგის საწინააღმდეგო აქციები, რაც კიდევ უფრო ზრდის ჩაგვრის რიცხვს. თუმცა სახელმწიფომ უკვე მიიღო გადაწვეტილება, რომ სკოლებში ფსიქოლოგის ინსტიტუტი ისევ შემოვიდეს.
“როდესაც სკოლის მასწავლებელი ხედავს ჩაგვრის ფაქტს აუცილებელია შესაბამისი ზომები მიიღოს, რადგან ბულინგს ცუდი შედეგები მოჰყვება”,-განაცხადა ფსიქოლოგმა.https://drive.google.com/open?id=0B6voyTY4iA5Cd09zbFJJeDgtbzA

mxatvroba

ლეონარდო და ვინჩის არც ერთ ნახატში არ არის ასეთი სივრცის სიღრმე, როგორც „მონა ლიზაში“."მონა ლიზამ" მოიპოვა მსოფლიო აღიარება არა მარტო ლეონარდოს ხარისხიანი შესრულების გამო, რაც აოცებს მხატვრობის არაპროფესიონალ მოყვარულებსა და პროფესიონალებს. ნახატი წლების განმავლობაში შეისწავლებოდა ისტორიკოსების მიერ და უამრავ ასლს აკეთებდნენ მხატვრები, მაგრამ იგი დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ ხელოვანთა რიგებში იქნებოდა ცნობილი, რომ არა მისი გამორჩეული ისტორია.1911 წელს ნახატი მოპარულ იქნა და მისი პოვნა მხოლოდ 3 წლის შემდეგ მოხერხდა. იგი დაუბრუნდა მუზეუმს. ამ 3 წლის განმავლობაში კი „მონა ლიზა“ არ ჩამოსულა მსოფლიოს ცნობილ ჟურნალ-გაზეთთა ყდებიდან. არც არის გასაკვირი, რომ „მონა ლიზას“ ყველაზე მეტჯერ უკეთებდნენ ასლს, ვიდრე სხვა რომელიმე ნახატს. მას ეთაყვანებოდნენ, როგორც რენესანსის მსოფლიო კლასიკის შედევრს.

ისტორია[რედაქტირება]

ძნელია ნახატზე გამოსახული პიროვნების იდენთიფიცირება . დღემდე არსებობდა რამდენიმე სადვაო და ხშირად აბსურდული მოსაზრება ამ პიროვნების ვინაობის შესახებ:
საიდუმლო, რომელსაც უცნობი ქალის პორტრეტი მოიცავს, ყოველდღიურად მუზეუმში მილიონობით მნახველს იზიდავს.
1517 წელს, კარდინალმა-ლუი არაგონმა მოინახულა ლეონარდო თავის სახელოსნოში, საფრანგეთში. ამ შეხვედრის დეტალების აღწერა მოხდა კარდინალის მდივნის, ანტონიო დე ბეატისოს მიერ: „1517 წლის 10 ოქტომბერს, მე და ჩემმა ბატონმა, ამბუაზის ყველაზე დაშორებულ ნაწილში მოვინახულეთ მესიე,ლეონარდო და ვინჩი, ფლორენციელი, თეთრწვერა მოხუცი, რომელიც 70 წელზე მეტისაა, — ჩვენი დროის ყველაზე შესანიშნავი მხატვარი. მან თქვენ აღმატებულებას აჩვენა სამი ნახატი: ერთი ფლორენციელი ქალბატონის გამოსახულებით, ნატურით დახატული ჯულიანო მედიჩის ძმის, ლორენცო მშვენიერის თხოვნით. მეორე — იოანე ნათლისმცემლის ახალგაზრდობის პორტრეტი და მესამე — წმინდა ანა მარიასთან და ჩვილ იესო ქრისტე ერთად. ყოველი მათგანი შესანიშნავია. თავად შემოქმედისგან უკვე შეუძლებელი იყო რაიმე ახალი შემოქმედების ლოდინი, რადგან მას მარჯვენა ხელი პარალიზებული ჰქონდა.“
მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ „ფლორენციელი ქალბატონში“ იგულისხმებოდა „მონა ლიზა“. თუმცაღა, შესაძლებელია, რომ ეს სულ სხვა პორტრეტი იყო, რომლის შესახებ არანაირი ცნობა თუ ასლი არ შემორჩა, რის გამოც ჯულიანო მედიჩის არ შეიძლებოდა რაიმე კავშირი ჰქონოდა „მონა ლიზასთან“.
ჯორჯიო ვაზარის (1511—1574 წწ.), ცნობილი იტალიელი მხატვრების ბიოგრაფიების ავტორის თანახმად, მონა ლიზა (შემოკლებული მადონნა ლიზასგან) იყო ფლორენციელი ვაჭრის, სახელად ფრანჩესკო დელ ჯოკონდოს (Francesco del Giocondo) ცოლი, რომლის პორტრეტზეც ლეონარდომ 4 წელი დახარჯა და მაინც დაუსრულებელი დატოვა.
ვაზარი აქებს ნახატის ხარისხს: „ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც სურს ნახოს თუ რაოდენ კარგად შეუძლია ხელოვნებას შექმნას ბუნების იმიტაცია, თავისუფლად დარწმუნდება თავის მაგალითზე, რადგანაც ლეონარდომ აქ ყველა დეტალი შექმნა… თვალები სავსეა ბრწყინვალებითა და სისველით, როგორც ცოცხალ ადამიანებს… ნაზი,ვარდისფერი ცხვირი ნამდვილი გგონია… პირის წითელი ტონი,ჰარმონიულად ემთხვევა სახის ფერს… ვისაც არ უნდა შეეხედა, დაკვირვებით, მისი ყელისთვის, ყველას ეგონა, რომ პულსი ფეთქავდა…“
ვაზარი ასევე ხსნის მსუბუქ ღიმილს მის სახეზე: „თითქოსდა ლეონარდომ მოიწვია მუსიკოსები და მასხარები, რათა გაერთო დიდი ხნის პოზიორობისგან მოწყენილი ქალბატონი…“ შესაძლებელია ეს ისტორია სიმართლეს შეესაბამება, მაგრამ დასაშვებია, რომ ვაზარიმ იგი მხატვრის ბიოგრაფიას,მკითხველების გართობის მიზნით შეჰმატა. ვაზარი ასევე სიზუსტით აღწერს წარბებს, რომელიც ნახატზე არაა. ეს არაზუსტობა შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო თუ ავტორმა აღწერა ნახატი მეხსიერული მახსოვრობით ან სხვისი მონათხრობით. ნახატი კარგად იყო ცნობილი ხელოვნების მოყვარულთა შორის, თუმცა ლეონარდო გაემგზავრა იტალიიდან საფრანგეთში 1516 წელს და ნახატიც თან წაიღო. იტალიური წყაროების თანახმად, მას შემდეგ ნახატი საფრანგეთის მეფისფრანსუა I (საფრანგეთი)-ის კოლექციაში იყო, თუმცა გაურკვეველი რჩება როდის და როგორ იქნა ნახატი შეძენილი და რატომ არ დაუბრუნა ლეონარდომ იგი დამკვეთს.
ვაზარის, დაბადებულს 1511 წელს, არ შეეძლო ენახა ნახატი საკუთარი თვალით, იგი იძულებული იყო დაყრდნობოდა ლეონარდო და ვინჩის ბიოგრაფიის უცნობი ავტორის ცნობებს. ზუსტად იგი წერს ნაკლებად ცნობილი ვაჭრის, ფრანჩესკო ჯოკონდოს შესახებ, რომელმაც შეუკვეთა თავისი მესამე ცოლის, ლიზას პორტრეტი. მიუხედავად ლეონარდოს ანონიმი თანამედროვის სიტყვისა, ბევრი მკვლევარი ეჭვობს, რომ ნახატი დაწერილი ყოფილიყო ფლორენციაში (1500—1505 წწ.). დახვეწილი ტექნიკა მიუთითებს ნახატის უფრო გვიან შექმნაზე. გარდა ამისა, იმ პერიოდში ლეონარდო ისეთი დაკავებული იყო „ანგიარის ბრძოლის“ შექმნით,რომ უარი უთხრა თავადის ქალ იზაბელა დ’ესტეს მიეღო მისი შეკვეთა.
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ვაზარი თავის აღწერაში აღფრთოვანებულია არა ნახატისა და მოდელის მსგავსებით, არამედ ლეონარდოს მიერ ფიზიკური ფენომენის გადმოცემის ტალანტით. როგორც ჩანს, შედევრის ზუსტად ამ „ფიზიკურმა“ განსაკუთრებულობამ დატოვა ღრმა შთაბეჭდილება მხატვრის სალონში მოსულ მნახველებზე და მიაღწია ვაზარიმდე 50 წლის შემდეგ.https://drive.google.com/open?id=0B6voyTY4iA5CM28wa3E3VkNpbkE

Thursday 11 June 2015

chanel

chanel by Alain and Gerard Wertheimer, grandsons of Pierre Wertheimer, who was an early business partner of the couturière Gabrielle Bonheur Chanel. Chanel S.A. is a high fashion house that specializes in haute couture and ready-to-wear clothes, luxury goods and fashion accessories.[1] In her youth, Gabrielle Chanel gained the nickname Coco from her time as a chanteuse. As a fashion designer, Coco Chanel catered to women’s taste for elegance in dress, with blouses and suits, trousers and dresses, and jewellery (gemstone and bijouterie) of simple design, that replaced the opulent, over-designed, and constrictive clothes and accessories of 19th-century fashion. The Chanel product brands have been personified by fashion models and actresses, including Inès de la FressangeCatherine DeneuveCarole BouquetVanessa ParadisNicole KidmanAnna MouglalisHope PortocarreroAudrey TautouKeira Knightley and Marilyn Monroe.[2]
The House of Chanel is known for the “little black dress”, the perfume No. 5 de Chanel, and the Chanel Suit. Chanel’s use of jersey fabric produced garments that were comfortable and affordable.[3] Chanel revolutionized fashion — high fashion (haute couture) and everyday fashion (prêt-à-porter) — by replacing structured-silhouettes, based upon the corset and the bodice, with garments that were functional and at the same time flattering to the woman’s figure.
In the 1920s, the simple-line designs of Chanel couture made popular the "flat-chested" fashions that were the opposite of the hourglass-figure achieved by the fashions of the late 19th century — the Belle Époque of France (ca. 1890–1914), and the British Edwardian Era (ca. 1901–1919). Chanel used masculine colours, such as grey and navy blue, to denote feminine boldness of character.[4][5] The clothes of the House of Chanel featured quilted fabric and leather trimmings; the quilted construction reinforces the fabric, the design and the finish, producing a garment that maintains its form and function while being worn. An example of such haute couture techniques is the woolen Chanel suit — a knee-length skirt and a cardigan-style jacket, trimmed and decorated with black embroidery and gold-coloured buttons. The complementary accessories were two-tone pump shoes and jewellry (gemstone and bijouterie), usually a necklace of pearls, and a leather handbag.