Thursday 25 June 2015

bulingi

“ერთ-ერთი მიზეზი თუ რატომ ვერ ვიტან სკოლას ჩემი კლასელებია. მუდმივი დამამცირებელი შეძახილები, შეურაცხყოფისა და შიშით ხმის ამოუღებლობით ძალიან დავიღალე. ხანდახან ეს ყველაფერი ხალხის და საკუთარი თავის სიძულვილისკენ მიბიძგებს, ხანდახან კი ყველაფერი ერთად მახსენდება, თითოეული დეტალი და ჩემი თავი მეცოდება. ადრე ტირილს უფრო დიდ დროს ვუთმობდი, ვიდრე დავალებების კეთებას, მაგრამ ახლა მივეჩვიე,” – გვიყვება თბილისის, ერთ-ერთი სკოლის მოსწავლე. რომლისთვისაც ბულინგი (ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზეწოლა სკოლის მოსწავლეებსა და მოზრდილებს შორის) უკვე ჩვეულებრივი ცხოვრების წესად იქცა.https://drive.google.com/open?id=0B6voyTY4iA5CbkxnS1h2UWJWd2c
ერთი წლის წინ, გაეროს (გაერთიანებული ერების ორგანიზაცია) ბავშვთა ფონდმა გამოკვლევა ჩაატარა, რომლის თანახმადაც, კვლევის მონაწილეთა ნახევარზე მეტი ბულინგს დასაშვებად მიიჩნევს. 2008 წელს ამავე ფონდმა სკოლებში არსებული ბულინგის შემთხვევებიც შეისწავლა. აღმოჩნდა, რომ გამოკითხული ბავშვების 80%-მა თანატოლების მხრიდან ერთხელ მაინც განიცადა ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობა. ფსიქოლოგი, ამბობს, რომ ბულინგი საქართველოს სკოლებშიც აქტიურად გვხვდება.
“საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, ბულინგი დიდ პრობლემას წარმოადგენს. ბულინგი, როგორც სკოლის მოსწავლეებთან და თინეიჯერებთან, ისე მოზრდილ ადამიანებშიც გვხვდება, მაგრამ ბულინგი ძირითადად სკოლებშია გავრცელებული. ბულინგს ძირითადად გარდატეხის ასაკის მქონე ბავშვები, თავის დამკვიდრების მიზნით, თანატოლებს შორის ახორციელებენ. ბულინგის მსხვერპლი კი ძირითადად, ან ძალიან წარმატებული მოსწავლე, ან გარეგნული ნაკლის მქონე ბავშვი ხდება. ბულინგი ძირითადად ზედმეტ სახელების შერქმევით შემოიფარგლება, მაგრამ ასევე ფულის გამოძალვის, დაცინვის, შეურაცხყოფის მიყენების, ბევრი ფაქტი არსებობს. ბულინგმა შეიძლება ბავშვი სუიციდამდეც (თვითმკვლელობა) მიიყვანოს. ამ დროს, ბულინგი მუდმივად მიმდინარეობს. ადამიანი თავს ვერ აღწევს მუდმივ დამცირებას, შეურაცხყოფას და სხვა ფაქტორებს. შველას მხოლოდ თვითმკვლელობაში ხედავს, თუმცა ასეთი შემთხვევები იშვიათია,” – ამბობს სკოლის ფსიქოლოგი.
2003 წლის 18 ივლისს, იმერეთის ერთ-ერთ სოფელში, 15 წლის გოგონამ თავი მოიკლა. გარდაცვლილის დედა ჰყვება, რომ გოგონამ თავის მოკვლამდე წერილი დატოვა, სადაც გარკვევით ეწერა, თუ როგორ დაიღალა გოგონა ამდენი დამცირებისგან და თუ როგორ დაკარგა ცხოვრების ხალისი.
https://drive.google.com/open?id=0B6voyTY4iA5CSlQ2WGpCcDZySVk“ის ყოველ დღე მთხოვდა სკოლიდან გადამეყვანა, როცა მიზეზს ვეკითხებოდი მეუბნებოდა, რომ კლასელებთან დიდი უთანხმოება ჰქონდა, ჩავთვალე, რომ ამ ყველაფერს უნდა გამკვლავებოდა და სკოლიდან არ გადამყავდა. სიკვდილის წინა დღეებში მაფრთხილებდა, რომ ცუდ რამეს
ჩაიდენდა თუ სკოლიდან არ გადავიყვანდი, მაგრამ არ დავუჯერე,” – ამბობს შვილმკვდარი დედა.
სკოლის მასწავლებლები და დირექტორი ამტკიცებს, რომ მსგვსი არაფერი შეუნიშნავთ. ხოლო თანაკლასელები ამბობენ, რომ გოგონას სერიოზული უთანხმოება კლასის არცერთ წევრთან ჰქონია. ასეთივე შემთხვევა 2014 წლის 30 მაისს დედაქალაქშიც დაფიქსირდა. საქართველოში ხშირად არ ტარდება ბულინგის საწინააღმდეგო აქციები, რაც კიდევ უფრო ზრდის ჩაგვრის რიცხვს. თუმცა სახელმწიფომ უკვე მიიღო გადაწვეტილება, რომ სკოლებში ფსიქოლოგის ინსტიტუტი ისევ შემოვიდეს.
“როდესაც სკოლის მასწავლებელი ხედავს ჩაგვრის ფაქტს აუცილებელია შესაბამისი ზომები მიიღოს, რადგან ბულინგს ცუდი შედეგები მოჰყვება”,-განაცხადა ფსიქოლოგმა.https://drive.google.com/open?id=0B6voyTY4iA5Cd09zbFJJeDgtbzA

No comments:

Post a Comment